დიმიტრი საძაგლიშვილი - მე არაფერს ვასაჩივრებ, ეს არის ყოფილი დამფუძნებლების მისაღები გადაწყვეტილება
დიმიტრი საძაგლიშვილი - მე არაფერს ვასაჩივრებ, ეს არის ყოფილი დამფუძნებლების მისაღები გადაწყვეტილება

მე ახლა არაფერს ვასაჩივრებ, ეს არის ყოფილი დამფუძნებლების მისაღები გადაწყვეტილება და სავარაუდოდ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

„სტრასბურგის სასამართლო არ მსჯელობდა იმაზე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში უნდა დატოვებულიყო თუ უნდა გაუქმებულიყო. სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა დარღვევა სამწუხაროდ,რაც ჩვენი აზრით იყო, თუმცა ეს გადაწყვეტილება საჩივრდება დიდ პალატაში. დიდი პალატა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ბუნებრივია, წინასწარ უცნობია. მე ახლა არაფერს არ ვასაჩივრებ. შესაბამისად, როცა მე საუბარი მქონდა პალატის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე დიდ პალატაში, ვამბობდი, რომ ეს არის ყოფილი დამფუძნებლების მისაღები გადაწყვეტილება და სავარაუდოდ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. უშუალოდ მე არ ვიყავი ჩართული მხარედ და უშუალოდ მე ვერაფერს გავასაჩივრებ ფიზიკური პირი, დიმიტრი საძაგლიშვილი. მე გეტყვით ყარამანიშვილებს რისი გასაჩივრება შეუძლიათ. ყარამანიშვილებს შეუძლიათ გაასაჩივრონ პალატის გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მათ აქვთ. ამ ეტაპზე მე ვარ „რუსთავი 2“-ის იურისტი, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საჩივრდება ყოფილი დამფუძნებლების მიერ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ აქვთ ეს უფლება. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.