დიმიტრი საძაგლიშვილი - არ არის გამორიცხული, აუცილებლობის შემთხვევაში, ხელისუფლებამ უარი თქვას სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე და ციხის საავადმყოფოში მოათავსონ
დიმიტრი საძაგლიშვილი - არ არის გამორიცხული, აუცილებლობის შემთხვევაში, ხელისუფლებამ უარი თქვას სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე და ციხის საავადმყოფოში მოათავსონ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით კონსილიუმის გადწყვეტილებას დაელოდებიან.

მისივე თქმით, საავადმყოფოში მოთავსება თუ აუცილებელი გახდება, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობა არ იქნება.

თუმცა, ადვოკატის განმარტებით, არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ უარი თქვას სტანდარტულად მიღებულ ფორმაზე, როცა კერძო კლინიკაში გადაჰყავთ პატიმრები და ის ციხის საავადმყოფოში მოათავსონ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით დაველოდებით კონსიულიუმის გადაწყვეტილებას და შესაბამისად გამოჩნდება. თუკი სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში გადაყვანა, ან საერთოდ საავადმყოფოში მოთავსება, ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობა არ იქნება.

თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების შიში, რომ საზოგადოებამ არ ნახოს მიხეილ სააკაშვილი, აისახება ამ გადაწყვეტილებაზეც. ვგულისხმობ იმას, რომ არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ უარი თქვას სტანდარტულად მიღებულ ფორმაზე, როცა კერძო კლინიკაში გადაჰყავთ პატიმრები და მაგალითად, ციხის საავადმყოფოში მოათავსონ.

ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ, რომ ხელისუფლების შიში აქაც გამოვლინდება და შეეცდება, არ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში, იქნება ეს „ვივამედი“, თუ სხვა კლუნიკა. სავარაუდოდ, მათი პოზიცია იქნება, რომ ციხის საავადმყოფოში მოხდეს შესაბამისი სერვისის გაწევა.

რაც შეეხება ექიმთა ჯგუფს, ჩემთვისას პირადად უცნობია ამ ჯგუფში შემავალი ადამიანების ვინაობა, გვქონდა საუბარი მასთანაც ამ საკითხზე და პოზიცია არის, რომ ამ ჯგუფთან მიმართებაში რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დატოვე კომენტარი