დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინელი ინვესტორების დაინტერესება ანაკლიის პორტითა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონით მნიშვნელოვანია. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან ძი იანჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ჩინეთის ელჩთან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ჩინელი ინვესტორების დაინტერებაზე ისაუბრეს.

„ინტერესი გამოხატულია, მემორანდუმები გაფორმებულია და ვფიქრობთ, მალე ეს ყველაფერი განხორციელდება“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამავე საკითხზე ჩინეთის ელჩმა ძი იანჩიმ განაცხადა, რომ ჩინური მხარე ჩინური კომპანიების მონაწილეობას ანაკლიის პროექტში მიესალმება.