დიმიტრი ქუმსიშვილი - სახელმწიფომ აჩვენა ძალიან სწორი დამოკიდებულება თავისი მოქალაქეების მიმართ 
დიმიტრი ქუმსიშვილი - სახელმწიფომ აჩვენა ძალიან სწორი დამოკიდებულება თავისი მოქალაქეების მიმართ 

ვფიქრობ, გუშინ სახელმწიფომ აჩვენა ძალიან სწორი დამოკიდებულება თავისი მოქალაქეების მიმართ. მთავარი ამოცანა, რომელიც გუშინ იყო დასმული, გადაჭრილია, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოვლენები დიალოგის რეჟიმში გადავიდა.

„გუშინ არ მოხდა დაპირისპირება. აბსოლუტურად მშვიდობიანად მოხდა როგორც აქციის, ასევე კონტრაქციის დაშლა და, რა თქმა უნდა, შენარჩუნდა როგორც გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობა ორივე მხარისთვის, ასევე ის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გადასულიყო დიალოგის რეჟიმში.
რაც ეხება პასუხისმგებლობის თუ დასჯის საკითხს, მე არ ვარ ამაში კომპეტენტური.

ვფიქრობ, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა თავისი აზრის გამოთქმის. სახელმწიფო, მთავრობა კი აფასებს ადამიანების უფლებებს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.