დიმიტრი ქუმსიშვილი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნის მიმართულებით ჩვენთან ერთად იმუშავებს
დიმიტრი ქუმსიშვილი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნის მიმართულებით ჩვენთან ერთად იმუშავებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან ტაო ჟანგთან საკრედიტოსაგარანტიო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ჩვენ ვთხოვეთ საერთაშორისოსავალუტო ფონდს სრული მხარდაჭერა ამ კუთხით. ფონდი ჩვენთან ერთად ამ მიმართულებით დაიწყებს მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ კარგ შედეგს მივიღებთ, – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ტაო ჟანგთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა აშშში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში გაიმართა.

პირველი ვიცეპრემიერის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, როგორცსექტორულ, ისე ფისკალურ ჭრილში. ასევე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკურ რეფორმებზე.

ჩვენ ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს. წლის დასაწყისიდან  გვქონდა 5.2 პროცენტიანი ზრდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მთელი წელი წინ გვაქვს, ვიმედოვნებთ, რომზრდის დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება,“ – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს პირველი ვიცეპრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, საქართველოში საკრედიტოსაგარანტიო რეფორმა იწყება.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საკრედიტოსაგარანტიო მექანიზმის ამოქმედება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას მნიშვნელოვნად გაუადვილებს. რეფორმა ითვალისწინებს სპეციალური ფონდისჩამოყალიბებას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ბანკებიდან აღებული სესხების დაბრუნებას გარანტორად დაუდგება. აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალობიზნესის განვითარებას საქართველოში და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.