დიმიტრი ქუმსიშვილი - ინოვაციური პროექტების გამარჯვებულებს სახელმწიფო მხარში დაუდგება და პროექტების განხორციელებაში დაეხმარება
დიმიტრი ქუმსიშვილი - ინოვაციური პროექტების გამარჯვებულებს სახელმწიფო მხარში დაუდგება და პროექტების განხორციელებაში დაეხმარება

ინოვაციური პროექტების გამარჯვებულებს სახელმწიფო მხარში დაუდგება და პროექტების განხორციელებაში დაეხმარება, – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის ტექნოპარკში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 18 გამარჯვებული სტარტაპი 2018 წლის 25 მაისს გამოვლინდა. თითოეულ მათგანს გადაეცა გრანტი 100 000 ლარის ფარგლებში.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, იმ თანხის გარდა, რომელიც სტარტაპებს გრანტის სახით გადაეცემა, სახელმწიფო დამწყებ ბიზნესებს ასევე დაეხმარება მარკეტინგით, ბრენდინგითა და მენტორშიფით. მენტორები მათ გაუწევენ კონსულტაციებს, როგორც სტარტაპის სტრატეგიული განვითარების, ასევე კონკრეტულ დარგში ბიზნესაქტივობის მიმართულებით. აღნიშნული საშუალებას მისცემს გამარჯვებულ სტარტაპერებს, განავითარონ და გააძლიერონ საკუთარი საქმიანობა.

შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი