დიმიტრი ქუმსიშვილი - გასულ წელს საქართველოს საავიაციო ბაზარი რეკორდულად გაიზარდა
დიმიტრი ქუმსიშვილი - გასულ წელს საქართველოს საავიაციო ბაზარი რეკორდულად გაიზარდა

საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის გასული წელი რეკორდული იყო.  ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  საქართველოს ყველა აეროპორტში ჯამურმა ზრდამ 46% შეადგინა.

„საქართველოში 7 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა. საჰაერო მიმოსვლა და ტურიზმი კვლავაც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებია და ჩვენ წელსაც მსგავს ზრდას ველით“, – განცხადა მინისტრმა.

როგორც მან საერთაშორისო საავიაციო ფორუმის „CONNECT 2018“-ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს საავიაციო ბაზრის განვითარების ხელშეწყობას.

“ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს და ხელს შევუწყობთ ყველა იმ კერძო პირსა თუ კომპანიას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოებას გადაწყვეტს,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.