დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთთან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ვაფორმებთ
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთთან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ვაფორმებთ

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, დღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. ეს განცხადება დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე გააკეთა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჩინეთთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტექნოლოგიური პარკების და ინოვაციების შესახებ.

„ის თავის თავში მოიაზრებს უკვე ინდუსტრიული სიმძლავრეების რელოკაციას, ანუ საქართველოში გადმოტანას, ერთობლივი სიმძლავრეების შექმნას, იმისთვის,რომ გამოყენებულ იქნას საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა, როგორც გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის, ასევე ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. თავის თავში ეს ითარგმნება, როგორც ახალი სამუშაო ადგილები“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.