დიმიტრი ქუმსიშვილი – აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დისკუსია და დიალოგის გახსნა ვითხოვეთ

12:42, 25.05.2018

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დისკუსია და დიალოგის გახსნა ვითხოვეთ , – განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ამერიკულ მხარეს გადაეცა კვლევა, რომელიც აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers-ის მიერ მომზადდა.

„ეს კვლევა გადავეცით ხელიდან ხელში, მათ შორის შეერთებული შტატების კომერციის მდივანსაც. მიგვაჩნია, რომ თავისუფალი ვაჭრობა იქნება სასარგებლო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე საქართველოსთვის. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე ძალიან კონკრეტულ საკითხზე, მათ შორის საქართველოში ამერიკული სავაჭრო მისიების ორგანიზებაზე“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ ღონისძიებებზე საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

მსგავსი