დიმიტრი პესკოვმა ჯო ბაიდენის მიერ ვლადიმერ პუტინის სამხედრო დამნაშავედ მოხსენიება „უპატიებელ და მიუღებელ რიტორიკად“ შეაფასა
დიმიტრი პესკოვმა ჯო ბაიდენის მიერ ვლადიმერ პუტინის სამხედრო დამნაშავედ მოხსენიება „უპატიებელ და მიუღებელ რიტორიკად“ შეაფასა

კრემლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ვლადიმერ პუტინის სამხედრო დამნაშავედ მოხსენიება უპატიებელ და მიუღებელ ნაბიჯად შეაფასეს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ასეთი რიტორიკა მიუღებელი და უპატიებელია განსაკუთრებით იმ ქვეყნის ლიდერისგან, რომლის კუთვნილი ბომბებისგან ასი ათასობით ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა პესკოვმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე დღეს, ჟურნალისტებთან საუბარში უწოდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ასე მოიხსენია.

„ვფიქრობ, პუტინი სამხედრო დამნაშავეა“, – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.