დიმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში უცხო ქვეყნების ჩარევის ფაქტები შეინიშნება

15:04, 19.08.2020

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში უცხო ქვეყნების ჩარევის ფაქტები შეინიშნება.

„არსებულ ვითარებაში მთავარია, არ იყოს არანირი ჩარევა, სამწუხაროდ, ასეთი ჩარევის მცდელობას ადგილი აქვს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვნმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს ჟურნალისტებმა მაგალითების მოყვანა სთხოვეს, რაზეც პესკოვის პასუხი ასეთი იყო: „ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა“.

დიმიტრი პესკოვმა ბელარუსისთვის შესაძლო სამხედრო დახმარების აღმოჩენაზეც გააკეთა კომენტარი, პესკოვი ამბობს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.

მსგავსი