დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართება - „იმდენ ხანს ისაუბრებენ, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან“
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი დღეს, 15:00-დან 17:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.
ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბარი.
„ისინი იმდენ ხანს ისაუბრებენ, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, განსახილველი საკითხები ბევრია, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებია.