დიმიტრი პესკოვი - ყირიმის სანაპიროსთან ბრიტანული სამხედრო ხომალდის პროვოკაციის უკან აშშ დგას
დიმიტრი პესკოვი - ყირიმის სანაპიროსთან ბრიტანული სამხედრო ხომალდის პროვოკაციის უკან აშშ დგას

ყირიმის სანაპიროსთან ბრიტანული სამხედრო ხომალდის პროვოკაციის უკან აშშ დგას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენმა დაზვერვამ, რა თქმა უნდა, იცის, ვინ მიიღო ინციდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი ოპერაციები ოკეანის გაღმიდან, უფროსი ამხანაგების მიერ იგეგმება. აღნიშნულ შემთხვევაში სამხედრო ხომალდი უბრალოდ პროვოკაციის ინსტრუმენტი იყო. ეს შეგნებული, კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა“, – აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, მსგავს პროვოკაციებს რუსეთი მკაცრად უპასუხებს. რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ნატო-სთან ურთიერთობასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ალიანსი დესტაბილიზაციის ელემენტია და კონტინენტზე სტაბილურობა არ შემოაქვს.

„გერმანია და საფრანგეთი ცდილობენ, ახალი ტონი შეიტანონ რუსეთის ფედერაციასთან დიალოგში, მაგრამ ახალგაზრდა ევროპელები ამ ინიციატივებს ბლოკავენ“, – განაცხადა პესკოვმა.