დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს პირისპირ აუცილებლად შეხვდებიან, როდესაც ამის დრო მოვა, თუმცა ამას ჯერ კიდევ მომზადება სჭირდება
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს პირისპირ აუცილებლად შეხვდებიან, როდესაც ამის დრო მოვა, თუმცა ამას ჯერ კიდევ მომზადება სჭირდება

ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს პირისპირ აუცილებლად შეხვდებიან, როდესაც ამის დრო მოვა, თუმცა ამას ჯერ კიდევ მომზადება სჭირდება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ეს შეხვედრა შედგება. პრეზიდენტებმა გამოხატეს თავიანთი პოლიტიკური ნება, რომ ის უნდა შედგეს, მათ შორის, ამას საჯაროდაც აცხადებდნენ. მაგრამ ეს შესაბამის დროს მოხდება. ამისთვის მომზადებაა საჭირო“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

ჟურნალისტმა პესკოვს დაუსვა შეკითხვა, შეიძლება თუ არა, გასულ კვირას ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის საუბარი იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი მომავალში ტრამპთან შეხვედრისთვის.

„რა თქმა უნდა, ეს გახდება დამატებითი ნაბიჯი ამ შეხვედრისკენ. ყველაფერი კარგად მიდის. საქმე ისაა, რომ თითქმის ნულიდან ურთიერთობების აღდგენა ძალიან რთულია და მოითხოვს ძალიან ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას. მთლიანი გზა პატარა ნაბიჯებისგან შედგება“, – აღნიშნა პესკოვმა.