დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინი 14 მაისს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება
December 17, 2015. - Russia, Moscow. - 11th annual year end press conference with Russian President Vladimir Putin at the World Trade Center on Krasnaya Presnya. In picture: Russian President Vladimir Putin's Press Secretary Dmitry Peskov.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი 14 მაისს, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტის ფარგლებში, რამდენიმე პოლიტიკურ ლიდერს შეხვდება, მათ შორის სომხეთის ახლად არჩეულ პრემიერ მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსაც.
„ორშაბათს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტი ჩატარდება, პრეზიდენტი პუტინი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება, ასევე ლუკაშენკოსა და ნაზარბაევს. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტი 14 მაისს სოჭში გაიმართება.