დიმიტრი პესკოვი ვარაუდობს, რომ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა 6-7 საათის განმავლობაში გაგრძელდება
კრემლის პრესსმდივანი დიმიტრი პესკოვი ვარაუდობს, რომ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა 6-7 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
მისი თქმით, ეს ვარაუდი ეყრდნობა იმას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდაპირველად პირისპირ საუბარს გამართავენ.
„როგორც ჩანს, ამაში თანაშემწეებიც ჩაერთვებიან. შემდეგ იქნება დელეგაციებთან ერთად მოლაპარაკებები, შესაძლოა, სამუშაო ლანჩის ფორმატში. ზოგადად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ამაზე, სულ მცირე, 6-7 საათი დაიხარჯება“, – პესკოვმა.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომია.