დიმიტრი პესკოვი - უკრაინისა და სხვა ქვეყნების დასავლური იარაღით შევსება საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას
დიმიტრი პესკოვი - უკრაინისა და სხვა ქვეყნების დასავლური იარაღით შევსება საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას

უკრაინისა და სხვა ქვეყნების დასავლური იარაღით შევსება საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, აღნიშნული ქმედებები იწვევს არასტაბილურობას.

„თავისთავად, უკრაინის და სხვა ქვეყნების იარაღით, მათ შორის მძიმე იარაღით შევსების ტენდენცია – ეს ის ქმედებებია, რომლებიც საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას, იწვევს არასტაბილურობას“, – აღნიშნა პესკოვმა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა ლონდონის მერის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ზოგიერთი ამტკიცებს, ჩვენ არ უნდა მივაწოდოთ მძიმე შეიარაღება იმის შიშით, რომ რაიმე უარესის პროვოცირება არ მოხდეს. ჩემი აზრით, უმოქმედობა იქნება ყველაზე დიდი პროვოკაცია. ახლა არის გამბედაობის და არა სიფრთხილის დრო. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინასთან ერთდ, დასავლეთ ბალკანეთს და ქვეყნებს, როგორებიცაა მოლდოვა, საქართველო, ჰქონდეთ შესაძლებლობები, შეინარჩუნონ თავიანთი სუვერენიტეტი და თავისუფლება“.