დიმიტრი პესკოვი – უკრაინასთან დაკავშირებით ბაქოს პოზიცია მოსკოვთან უთანხმოების საგანია, თუმცა ეს რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებს ჩრდილს არ აყენებს

15:12, 14.07.2026

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ბაქოს პოზიცია უთანხმოების საგანია, თუმცა ეს  აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობებს ჩრდილს არ აყენებს.

ბაქოს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვთან უთანხმოების საგანია, თუმცა ის რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ ურთიერთობებს ჩრდილს არ აყენებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ გამოთქმულ პოზიციასთან დაკავშირებით – არსებობს მთელი რიგი ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს და რომლებიც ამ პოზიციას იზიარებენ. ამ პოზიციას ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით და, დიახ, ეს უთანხმოების საგანია. ამავდროულად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის მიზეზი, რომ ამან ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 13 ივლისს განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პოზიცია უცვლელი რჩება და ქვეყანა ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობას.

მსგავსი