დიმიტრი პესკოვი თბილისში გამართულ საპროტესტო გამოსვლებს რუსოფობიურ პროვოკაციას უწოდებს

15:05, 21.06.2019
DUSHANBE, TAJIKISTAN – JUNE 14, 2019: Russian President Vladimir Putin's spokesman Dmitry Peskov talking on the phone. Mikhail Metzel/TASS

Òàäæèêèñòàí. Äóøàíáå. Ïðåññ-ñåêðåòàðü ïðåçèäåíòà ÐÔ Äìèòðèé Ïåñêîâ âî âðåìÿ ðàáî÷åãî âèçèòà ïðåçèäåíòà ÐÔ Â.Ïóòèíà â Òàäæèêèñòàí. Ìèõàèë Ìåòöåëü/ÒÀÑÑ

DUSHANBE, TAJIKISTAN – JUNE 14, 2019: Russian President Vladimir Putin's spokesman Dmitry Peskov talking on the phone. Mikhail Metzel/TASS Òàäæèêèñòàí. Äóøàíáå. Ïðåññ-ñåêðåòàðü ïðåçèäåíòà ÐÔ Äìèòðèé Ïåñêîâ âî âðåìÿ ðàáî÷åãî âèçèòà ïðåçèäåíòà ÐÔ Â.Ïóòèíà â Òàäæèêèñòàí. Ìèõàèë Ìåòöåëü/ÒÀÑÑ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი თბილისში გამართულ საპროტესტო გამოსვლებს რუსოფობიურ პროვოკაციას უწოდებს, რომელიც მოსკოვის შეშფოთებას იწვევს.

ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იტყობინება.

„ყველაფერი, რაც გუშინ საქართველოში ხდებოდა, სხვა არაფერია, გარდა რუსოფობიური პროვოკაციისა. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას არ იწვევდეს ფაქტი, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ იყო აგრესიული გამოვლინებები“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„რუსოფობიის მსგავსი გამოვლინებები ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მოდით, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც რეგულარულად სტუმრობს რუსეთიდან საკმაოდ დიდი რაოდენობით ტურისტი. ეს უკიდურესად სერიოზული საკითხია“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

მსგავსი