დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მიიჩნევს, რომ სომხეთში კრიზისი კონსენსუსის გზით უნდა დარეგულირდეს
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მიიჩნევს, რომ სომხეთში კრიზისი კონსენსუსის გზით უნდა დარეგულირდეს

რუსეთი მიიჩნევს, რომ სომხეთში კრიზისი კონსენსუსის გზით უნდა დარეგულირდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მოლაპარაკებები უწყებათაშორისი ხაზის საშუალებით მიმდინარეობდა, ასევე შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, კარენ კარაპეტიანთან. საუბრებში მუდმივად აღინიშნება, რომ აუცილებელია კრიზისს სწრაფად დარეგულირება, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის ფარგლებში“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, მოსკოვში აქტიურად აკვირდებიან სომხეთში განვითარებულ მოვლენებს. როგორც პესკოვი ამბობს, რუსეთის განსაკუთრებული ყურადღება 1-ელ მაისს დაგეგმილი პრემიერ-მინისტრის არჩევნებისკენ არის მიმართული.