დიმიტრი პესკოვი- სირიაში ავიაიერიშის მხარდაჭერის მიუხედავად, თურქეთთან ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა
დიმიტრი პესკოვი- სირიაში ავიაიერიშის მხარდაჭერის მიუხედავად, თურქეთთან ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა

ის ფაქტი, რომ თურქეთმა მხარი დაუჭირა აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სირიაზე განხორციელებულ ავიაიერიშს, რუსეთ -თურქეთის ურთიერთობებში არაფერს ცვლის – ეს განცხადება  რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა საფრანგეთის პრეზიდენტის საპასუხოდ გააკეთა.

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ანკარას მხარდაჭერამ სირიის საკითხში რუსეთ-თურქეთის პოზიციების გაყოფა გამოიწვია.

„ ამ ავიაიერიშს რუსეთი და თურქეთი არ გაუყვია. არავისთვისაა საიდუმლო, რომ რიგ საკითხებში ჩვენი შეხედულებები არ ემთხვევა, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, დავსხდეთ და ვისაუბროთ, თუნდაც ამ აზრთა სხვადასხვაობებზე“,-განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთ – თურქეთის კავშირები საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი გაყოფა ვერ შეძლოს .