დიმიტრი პესკოვი – სამწუხაროდ, უკრაინული მხარე დიდ თანმიმდევრულობას არ ავლენს შეთანხმებულ პუნქტებში, პოზიცია ხშირად იცვლება

15:10, 18.04.2022

უკრაინული მხარე რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში მიღწეულ შეთანხმებებში მუდმივობას არ ავლენს და თავის პოზიციას ცვლის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, მოლაპარაკების პროცესში პროგრესის დინამიკა უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ სამხედრო ოპერაცია გრძელდება.

„სპეცოპერაცია გრძელდება. პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ კოსმოსურ სადგურში ყოფნისას განაცხადა, რომ ეს გეგმის მიხედვით მიდის დ ამავდროულად, ნამდვილად, მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში ექსპერტების დონეზე კონტაქტები გრძელდება. მინდა გავიხსენო პრეზიდენტის სიტყვები, რომ სამწუხაროდ, უკრაინული მხარე დიდ თანმიმდევრულობას არ ავლენს შეთანხმებულ პუნქტებში. პოზიცია ხშირად იცვლება. რა თქმა უნდა, მოლაპარაკების პროცესში პროგრესის დინამიკა უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ სამხედრო ოპერაცია გრძელდება“, – განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი