დიმიტრი პესკოვი - რუსული სამშვიდობო მემორანდუმის პროექტი ჯერ არ არის წარდგენილი, მუშაობა გრძელდება, ეს არის სერიოზული პროექტი, რომელსაც ფრთხილი მომზადება სჭირდება
დიმიტრი პესკოვი - რუსული სამშვიდობო მემორანდუმის პროექტი ჯერ არ არის წარდგენილი, მუშაობა გრძელდება, ეს არის სერიოზული პროექტი, რომელსაც ფრთხილი მომზადება სჭირდება

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ომის დასრულების შესახებ რუსეთის წინადადებაზე მუშაობა გრძელდება, მაგრამ საბოლოო პროექტი ჯერ მზად არ არის.

„რუსული სამშვიდობო მემორანდუმის პროექტი ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი. მუშაობა გრძელდება. ეს არის სერიოზული პროექტი, რომელსაც სჭირდება ფრთხილი შემოწმება და მომზადება. რაც შეეხება ტყვეთა გაცვლას, ის გაგრძელდება სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებულ მემორანდუმზე იმუშავებენ.