დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა, სრულიად დაუმსახურებლად და გაუმართლებლად, გაყინვის ეტაპზე იმყოფება
დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა, სრულიად დაუმსახურებლად და გაუმართლებლად, გაყინვის ეტაპზე იმყოფება

კრემლი ელოდება, რომ ევროპული დიპლომატია „სისულელეს არ ჩაიდენს“ და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების პერსპექტივებს ალექსეი ნავალნის საქმესთან არ დააკავშირებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ვიმედოვნებთ, რომ ასეთი სისულელეები, როგორიც არის რუსუთ-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპეკტივების დაკავშირება ამ წინასწარი დაკავების იზოლაროს მკვიდრთან არ მოხდება“, – განაცხადა პესკოვმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი კომიმსრის ჟოზეფ ბორელის რუსეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით.

პესკოვმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ მოსკოვში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე სასაუბროდ ელოდებიან.

„ურთიერთობა რუსეთსა და ევროკავშირს შორის – ეს ის ურთიერთობაა, რომელიც სრულიად დაუმსახურებლად და გაუმართლებლად ახლა გაყინვის ეტაპზე იმყოფება. რა თქმა უნდა, მოსკოვი დაინტერესებულია იმით, რომ ურთიერთობა ნორმალიზებული იქნეს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ“, – განაცხადა პესკოვმა.