დიმიტრი პესკოვი - რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ჯერ არაფერი აქვთ დასაფიქსირებელი
დიმიტრი პესკოვი - რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ჯერ არაფერი აქვთ დასაფიქსირებელი

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ჯერ არაფერი აქვთ დასაფიქსირებელი, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე შეთანხმებები ჯერ კიდევ არ არსებობს, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

„იმისათვის, რომ საუბარი დაიწყოს ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე, საჭიროა ჯერ საშინაო დავალების შესრულება, უფრო სწორად, უნდა შეათანხმო მოლაპარაკებების შედეგები“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი წინსვლა ამ ეტაპზე არ არის.