დიმიტრი პესკოვი - რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების კონსტრუქციული დამოკიდებულება სადავო საკითხების ჰარმონიული გადაწყვეტის საშუალებას იძლევა
დიმიტრი პესკოვი - რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების კონსტრუქციული დამოკიდებულება სადავო საკითხების ჰარმონიული გადაწყვეტის საშუალებას იძლევა

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების პირადი ურთიერთობები და კონსტრუქციული დამოკიდებულება იძლევა სადავო საკითხების ჰარმონიული გადაწყვეტის ძიების საშუალებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერმა თქვა, რომ რუსეთი და თურქეთი არიან ძირითადი გეოპოლიტიკური მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ და უნდა შეიტანონ მნიშვნელოვანი წვლილი რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არ იქნება ომი. ორ სახელმწიფოს ხელმძღვანელობენ ლიდერები, რომლებიც იმგვარად ექცევიან ერთმანეთს, რომლებიც ერთმანეთს სიტყვისა და საქმის ხალხად თვლიან. ეს არის გარანტია, რომ თუნდაც უთანხმოება წარმოიშვას, ინტერესთა კონფლიქტი მოხდეს, ლიდერების კონსტრუქციული განწყობის გამო, გამოსავალი ამ სიტუაციიდან ჰარმონიული იქნება”, – აღნიშნა პესკოვმა.