დიმიტრი პესკოვი - რუსეთის საგარეო დაზვერვის ცნობები არასდროს არის უსაფუძვლო
დიმიტრი პესკოვი - რუსეთის საგარეო დაზვერვის ცნობები არასდროს არის უსაფუძვლო

რუსეთის საგარეო დაზვერვის ცნობები არასდროს არის უსაფუძვლო, – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი რუსული სამსახურების ცნობებს, რომ სომხეთი აპირებს რუსულ მარცვლეულზე უარი თქვას და უკრაინული შეიძინოს.

„რუსეთის საგარეო დაზვერვის ცნობებს რაც შეეხება, ისინი არასდროს არის უსაფუძვლო“, – თქვა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე რუსეთის საგარეო დაზვერვაში განაცხადეს, რომ, პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, სომხეთს სურს, „ჩაეხსნას“ მოსკოვს და დახმარება გაუწიოს უკრაინას კიევისგან მარცვლეულის უფრო მაღალ ფასად შეძენით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.