დიმიტრი პესკოვი - რუსეთის პრეზიდენტს არა თუ სმარტფონი, ტელეფონიც კი არ აქვს
პუტინის პრესმდივანმა სმარტფონით სარგებლობა ექსჰიბიციონიზმს შეადარა. დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს არა თუ სმარტფონი, არამედ ტელეფონიც კი არ აქვს.
„არ დაგავიწყდეთ, რომ სმარტფონით სარგებლობა ეს ნებაყოფლობით ექსჰიბიციონიზმის მსგავსია. როდესაც ხელში სმარტფონს იჭერთ, თქვენ ყველაფრის საჯაროდ გამოფენას თანხმდებით. საუბედუროდ, ასეა მოწყობილი სამყარო. ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინო. შესაბამისად პრეზიდენტს სმარტფონი არ უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს ისეთი ქვეყნის პრეზიდენტს, როგორიც რუსეთია” – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.