რუსეთი ნავთობის ფასებს აკვირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ვითარებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს არის უკიდურესად ტურბულენტური, დაძაბული და ემოციურად დატვირთული სიტუაცია. ეს დაკავშირებულია ამერიკის გადაწყვეტილებასთან, დააწესოს ტარიფები უმეტეს ქვეყნებზე“, – აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება „ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო ეკონომიკური ქარიშხლის შედეგების მინიმიზაციისთვის“.
ნავთობის ფასებზე სტატიები მომზადდა რუსულ მედიაშიც.
როგორც „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, რომ ენერგეტიკულ ბაზრებზე ვარდნა ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის.