დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზადაა, მიესალმოს მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროკავშირის შუამავლობის მცდელობებს
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზადაა, მიესალმოს მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროკავშირის შუამავლობის მცდელობებს

რუსეთის ფედერაცია მზად, არის მიესალმოს ევროკავშირის ქვეყნების შუამავლობის მცდელობებს მთიანი ყარაბაღის რეგიონის შესახებ მოლაპარაკებებში, თუ ის ხელს შეუწყობს მანამდე არსებული შეთანხმებების განხორციელებას.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„შუამავლობის ძალისხმევა სტაბილურობას თუ მოიტანს, პროგნოზირებადობას და არსებული შეთანხმებების განხორციელებას შეუწყობს ხელს, მაშინ ის მისასალმებელია. ზოგადად, ამ მიმართულებით მუშაობა კარგად მიმდინარეობს“, – აღნიშნა პესკოვმა.