დიმიტრი პესკოვი - რუსეთი ხედავს, რომ უკრაინა ცდილობს მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობების დისბალანსირებას
რუსეთი ხედავს, რომ უკრაინა ცდილობს მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობების დისბალანსირებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვი ამგვარად გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირველ ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარს, რომელმაც უკრაინის მხარდაჭერა გამოხატა იმ სიტუაციაში, როდესაც, მისი თქმით, „მოსკოვი ბაქოს ემუქრება“.
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი არასდროს დამუქრებია და არც ემუქრება აზერბაიჯანს.
„უკრაინა ახლა ყველაფერს გააკეთებს, რათა ცეცხლზე ნავთი დაასხას, რომ აზერბაიჯანული მხარის პროვოცირება მოახდინოს ემოციური ქმედებების გასაგრძელებლად. ამის პროგნოზირება ძალიან ადვილია“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.