დიმიტრი პესკოვი - რუსეთი არ შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი არ შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით

რუსეთი არ შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს ცალკე საკითხია და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ შევასრულებთ“, – უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე, შეასრულებს თუ არა რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე საქართველოს სასარგებლოდ რუსეთს 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.