დიმიტრი პესკოვი - „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის“ დაფინანსების შეწყვეტა არის აშშ-ის შიდა გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად არ ეხება რუსეთს
დიმიტრი პესკოვი - „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის“ დაფინანსების შეწყვეტა არის აშშ-ის შიდა გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად არ ეხება რუსეთს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ არის აშშ-ის შიდა გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად არ ეხება რუსეთს, – ასე გამოეხმაურნენ მოსკოვში „რადიო თავისუფლებისთვის“ დაფინანსების შეწყვეტის საკითხს.

„ეს მედიასაშუალებები, ფაქტობრივად, რუსეთში პოპულარული და მოთხოვნადი არ ყოფილა. ასე რომ, ეს ჩვენ ნამდვილად არ გვეხება. ეს არის აშშ-ის ადმინისტრაციის შიდა გადაწყვეტილება“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

გასული წლის თებერვალში რუსეთმა „რადიო თავისუფლება“ „არასასურველ ორგანიზაციად“ დაასახელა. ეს იყო ნაბიჯი, რომელიც, ფაქტობრივად, კრძალავს ორგანიზაციას და უქმნის პრობლემებს ნებისმიერს, ვინც მასთან ურთიერთობს.