დიმიტრი პესკოვი - რაც დონბასში ხდება, საგანგაშო და პოტენციურად ძალიან საშიშია
დიმიტრი პესკოვი - რაც დონბასში ხდება, საგანგაშო და პოტენციურად ძალიან საშიშია

ის, რაც დონბასში ხდება, საგანგაშოა და პოტენციურად ძალიან საშიში, – ასე შეაფასა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დონბასში არსებული სიტუაცია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვს ჟურნალისტებმა ამერიკის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვეს შეკითხვა. საუბარია ჯო ბაიდენის იმ განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ დონბასში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ის ინფორმაციას ამერიკის დაზვერვის 17 სხვადასხვა სამსახურიდან იღებს.

„დიახ, ამერიკას დაზვერვის სამსახური ბევრი აქვს. რუსეთში, პრეზიდენტსაც კარგად აქვს საქმე ამ მიმართულებით. ჩვენ ამდენი არ გვყავს, მაგრამ არანაკლებ ეფექტურები არიან“, – განაცხადა პესკოვმა.