დიმიტრი პესკოვი – პუტინსა და ფაშინიანს რეფერენდუმის საკითხის განხილვის შესაძლებლობა ექნებათ

15:39, 07.09.2026

ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს რეფერენდუმის საკითხის განხილვის შესაძლებლობა ექნებათ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„სახელმწიფოს მეთაურებს ექნებათ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ განიხილონ ჩვენი ამჟამინდელი ორმხრივი ურთიერთობების მთავარი თემა ყველა კუთხიდან. ეს თემა, ბოლოს და ბოლოს, განვითარების მიმართულების არჩევას, სომხეთის ორიენტაციას და შესაბამისი რეფერენდუმის ჩატარებას ეხება“, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის მტკიცებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი მოსკოვში მალე შედგება, ზუსტი თარიღები კი დიპლომატიური არხებით შეთანხმდება.

მსგავსი