დიმიტრი პესკოვი - პუტინს ზელენსკისთან შეხვედრაზე პრინციპული უარი არასდროს უთქვამს, მაგრამ ამისთვის უნდა მომზადდეს დოკუმენტის ტექსტი, რომელიც ჯერ არ არსებობს
დიმიტრი პესკოვი - პუტინს ზელენსკისთან შეხვედრაზე პრინციპული უარი არასდროს უთქვამს, მაგრამ ამისთვის უნდა მომზადდეს დოკუმენტის ტექსტი, რომელიც ჯერ არ არსებობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარს არ ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, მაგრამ ნიადაგი უნდა მომზადდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, შეხვედრის საფუძველს დოკუმენტის ტექსტი შექმნის, რომელიც ჯერ არ არსებობს.

„ჯერჯერობით, თემატური თვალსაზრისით, შეხვედრაზე ამ თემაზე სიახლეები არ არის. ჩვენ ვთქვით, რომ პრეზიდენტს მსგავს შეხვედრაზე პრინციპული უარი არასდროს უთქვამს, მაგრამ ამისთვის უნდა მომზადდეს შესაბამისი პირობები, კერძოდ, დოკუმენტის ტექსტი. ჯერჯერობით თქვენთვის რაიმე სიახლის თქმა არ შემიძლია“, – თქვა პესკოვმა.