დიმიტრი პესკოვი – პუტინმა რუსეთზე უკრაინის თავდასხმების შესახებ ინფორმაცია ონლაინრეჟიმში მიიღო

15:06, 03.06.2025

პუტინმა რუსეთზე უკრაინის თავდასხმების შესახებ ინფორმაცია ონლაინრეჟიმში მიიღო, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაიწყო რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა და შესაბამისი განცხადება გაკეთდა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული, რომლებიც განხორციელდება. კრემლის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მემორანდუმის პროექტის პუნქტებთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან შესაძლო კომპრომისები მოლაპარაკებების თემაა, რომლის საჯაროდ გამოტანა შეუძლებელია.

მსგავსი