დიმიტრი პესკოვი - „ნორმანდიული ოთხეულის" სამიტის სამზადისი შეჩერებულია
დიმიტრი პესკოვი - „ნორმანდიული ოთხეულის" სამიტის სამზადისი შეჩერებულია

„ნორმანდიული ოთხეულის” სამიტის სამზადისი შეჩერებულია,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

„სამიტის მომზადება არ შეიძლება მიმდინარეობდეს იმ პირობებში, როდესაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნები მუდმივად იცვლება”,- განაცხადა პესკოვმა.

მან არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა „ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა ნოემბრის შუა რიცხვებში პარიზში გაიმართოს.