დიმიტრი პესკოვი - ნატო-ს შემდგომი გაფართოება ევროპას მეტ სტაბილურობას არ მოუტანს
დიმიტრი პესკოვი - ნატო-ს შემდგომი გაფართოება ევროპას მეტ სტაბილურობას არ მოუტანს

ნატო-ს შემდგომი გაფართოება ევროპას მეტ სტაბილურობას არ მოუტანს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ თავად ალიანსი კონფრონტაციის ინსტრუმენტია. ეს არ არის ის ალიანსი, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს და მისი შემდგომი გაფართოება არ მგონია, რომ ევროპის კონტინენტზე დამატებით უსაფრთხოებას მოიტანს“, – განაცხადა პესკოვმა.

ბოლო დღეებში დასავლური მედია წერს, რომ ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ. აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლები ნატო-ს ყველა ბოლოდროინდელ მინისტერიალს ესწრებიან.