დიმიტრი პესკოვი – მოსკოვმა ნატო-ს ქვეყნების საომარ მოქმედებებში ჩართულობის შესახებ ამერიკული დოკუმენტების გაჟონვამდეც იცოდა

14:46, 12.04.2023

მოსკოვმა ნატო-ს ქვეყნების უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართულობის შესახებ ამერიკული დოკუმენტების გაჟონვამდეც იცოდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

„როგორც ყველა დანარჩენმა, ჩვენც ვიცით, როგორია ამ დოკუმენტების ავთენტურობა, მაგრამ ამ დოკუმენტების გარეშეც გვაქვს ინფორმაცია, რომ ნატო-ს ქვეყნებიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ბევრი მებრძოლი მონაწილეობს საომარ მოქმედებებში“, – აღნიშნა პესკოვმა.

მსგავსი