დიმიტრი პესკოვი – მოსკოვი უნგრეთის ახალ ხელმძღვანელობასთან კონტაქტების გაგრძელებას ელოდება

14:22, 13.04.2026

მოსკოვი უნგრეთის ახალ ხელმძღვანელობასთან კონტაქტების გაგრძელებას ელოდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ველით, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ძალიან პრაგმატულ კონტაქტებს უნგრეთის ახალ ხელმძღვანელობასთან. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, მათ შორის, დიალოგში ჩართვის სურვილის შესახებ“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის მტკიცებით, უნგრეთის მოსახლეობამ თავისი არჩევანი გააკეთა და რუსეთი ამას პატივს სცემს.

მსგავსი