დიმიტრი პესკოვი - მოსკოვი არ ეთანხმება ნიკოლ ფაშინიანის თეზისებს რუსი სამშვიდობოების მისიის ჩავარდნის შესახებ, რუსეთი სომხეთს ვერ დატოვებს
დიმიტრი პესკოვი - მოსკოვი არ ეთანხმება ნიკოლ ფაშინიანის თეზისებს რუსი სამშვიდობოების მისიის ჩავარდნის შესახებ, რუსეთი სომხეთს ვერ დატოვებს

მოსკოვი არ ეთანხმება სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თეზისებს რუსი სამშვიდობოების მისიის ჩავარდნის შესახებ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, ვაფასებთ მას და პრეზიდენტ პუტინს შორის სამუშაო, ძალიან კონსტრუქციულ ურთიერთობას და ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები კვლავაც იქნება ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გარანტი. მაგრამ ჩვენ ვერ დავეთანხმებით ბატონი პრემიერის ამ თეზისებს. რუსეთი ამ რეგიონის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ვერსად წავა. რუსეთი სომხეთს ვერ დატოვებს“, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთში უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თავად სომხეთში, რომელთა უმეტესობა რუსეთის ფედერაციის პატრიოტი მოქალაქეა და ღირსეული წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში.