დიმიტრი პესკოვი – მემორანდუმების პროექტზე რთული სამუშაოს გარეშე პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის დაგეგმვა ნაკლებადაა მიზანშეწონილი

21:23, 23.07.2025

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის იდეას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ლიდერების შეხვედრა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.

„მემორანდუმების პროექტზე რთული სამუშაოს გარეშე შეხვედრების დეტალურად დაგეგმვა ნაკლებადაა მიზანშეწონილი. წინააღმდეგ შემთხვევაში უმაღლეს დონეზე მოგვიწევს ამ უხეში, ძალიან რთული და ძალიან ტევადი სამუშაოს შესრულება“, – განმარტა მან.

ამავდროულად, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მემორანდუმის პროექტის კოორდინაციაზე ყველა სამუშაო შეიძლება ჩაითვალოს პუტინსა და ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრისთვის მზადებად.

მსგავსი