დიმიტრი პესკოვი - ლონდონში უკრაინის შესახებ დაგეგმილი შეხვედრა მხარეების განსხვავებული პოზიციების გამო ჩაიშალა
ლონდონში უკრაინის შესახებ დაგეგმილი შეხვედრა მხარეების განსხვავებული პოზიციების გამო ჩაიშალა, – ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, აშშ-ის, ევროპისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ლონდონში შეხვედრა უკრაინის საკითხის განსახილველად, რადგან ვერ მოახერხეს პოზიციების დაახლოება გარკვეულ საკითხებზე.
„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჯერ ვერ მოხერხდა პოზიციების დაახლოება გარკვეულ საკითხებზე და ამიტომ ეს შეხვედრა ამჟამად არ შედგა“, – განაცხადა პესკოვმა.
ლონდონში დღეისთვის დაგეგმილი იყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსაც, თუმცა შეხვედრა გაუქმდა.