დიმიტრი პესკოვი - კრემლმა ცნობად მიიღო დონალდ ტრამპის განცხადება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი ვადის შესახებ
კრემლმა ცნობად მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი ვადის შესახებ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 28 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის დადგენილ 50-დღიან ვადას 10-12 დღემდე ამცირებს.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, მოსკოვი დაინტერესებულია ვაშინგტონთან ურთიერთობების ნორმალიზებით, თუმცა ამისთვის ორივე მხარის იმპულსებია საჭირო.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე ისაუბრა ჩრდილოეთ კორეასთან, ჩინეთსა და ირანთან ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ ეს სახელმწიფოები რუსეთის მოკავშირეები და პარტნიორები არიან და რუსეთის ფედერაცია დიდწილად იზიარებს მათთან მსოფლიო წესრიგის საფუძვლების ხედვას.