დიმიტრი პესკოვი – კრემლი ყურადღებით აკვირდება ანკარაში მიმდინარე ნატო-ს სამიტის შედეგებს, ვნახოთ, რა განცხადებები გაკეთდება, რა დოკუმენტებს მოეწერება ხელი

15:30, 07.07.2026

კრემლი ყურადღებით აკვირდება ანკარაში მიმდინარე ნატო-ს სამიტის შედეგებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, სამიტის დაწყებამდე რუსეთის შესახებ არაერთი კონფრონტაციული ხასიათის განცხადება გაკეთდა.

„სამწუხაროდ, ეს არ იყო განცხადებები კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის შესახებ, არამედ იყო კონფრონტაციული ხასიათის. ვნახოთ, რა განცხადებები გაკეთდება, რა დოკუმენტებს მოეწერება ხელი, რა განცხადებები გაკეთდება ორმხრივ შეხვედრებზე“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, პესკოვის განცხადებით, რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამუშაო დონეზე კონტაქტებს ინარჩუნებს და იმედოვნებს, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიზნით აშშ-ის მცდელობები წარმატებით დასრულდება.

„თქვენთვის ცნობილია, რომ ამერიკელებთან სამუშაო არხების მეშვეობით კონტაქტს ვინარჩუნებთ. ვიმედოვნებთ, წარმატებული აღმოჩნდება მათი მცდელობები, ეს ვითარება მშვიდობიან კალაპოტში მიმართონ. სულ მცირე, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, ჩვენ ამისთვის ღია ვართ“, – განაცხადა პესკოვმა.

როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსეთს კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარება ურჩევნია.

„კიევის მხრიდან მშვიდობიანი დარეგულირების სურვილის არარსებობის შემთხვევაში ჩვენი სპეციალურ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენი მიზნები სრულად არ იქნება მიღწეული“, – აღნიშნა პესკოვმა.

მსგავსი