დიმიტრი პესკოვი – კიევის პოზიციის გათვალისწინებით, უკრაინაში კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია, ჩვენს მიზნებს უნდა მივაღწიოთ 

23:45, 25.07.2026

კიევის პოზიციის გათვალისწინებით, კონფლიქტის გაყინვა, როგორც ასეთი, შეუძლებელია. ჩვენთვის მთავარი პირობა არსებობს – ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს პარტნიორებისთვის უკრაინასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გაზიარებას, მათ შორის, კონფლიქტის „პირველადი მიზეზების“ შესახებ საუბარს.

„თოყაევს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ უსაუბრია. მას თანმიმდევრული პოზიცია აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას  ვეთანხმებით, თუმცა ყაზახეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორი და მოკავშირეა“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტი უნდა გაიყინოს და მხარეები „სტამბოლის ფორმულას“ დაუბრუნდნენ. თოყაევმა ასევე აღნიშნა, რომ მას არ სურს კონფლიქტში შუამავლის როლის შესრულება.

მსგავსი