დიმიტრი პესკოვი - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრაზე აშშ-დან პასუხს ველოდებით
დიმიტრი პესკოვი - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრაზე აშშ-დან პასუხს ველოდებით

მოსკოვში ამ დრომდე ელოდებიან პასუხს, შედგება თუ არა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის დაანონსებული შეხვედრა.

დღეს ჟურნალისტებმა შესაბამისი შეკითხვით ვლადიმერ პუტინის პრესმდივნს მიმართეს, რაზეც დიმიტრი პესკოვის პასუხი ასეთი იყო: „ველოდებით“.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე ინიციატივა თეთრს სახლს ამ დრომდე არ გამოუჩენია.

შეგახსენებთ, მარტში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პუტინთან შეხვედრა იყო დაგეგმილი და მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა.

ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლისა და სირიაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის შემდეგ კი აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა.