დიმიტრი პესკოვი - ჩვენს რეგიონში დაძაბულობის უპრეცედენტო ესკალაციის მომსწრეები ვართ, მიუხედავად ამისა, ველოდებით, რომ საკითხის გადაწყვეტის ძიებაში დიპლომატიური საშუალებები გაიმარჯვებს
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აშშ-ს, ირანის მახლობლად სამხედრო აქტივობის ზრდის ფონზე ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, რუსეთი ირანთან ურთიერთობების განვითარებას განაგრძობს და ყველა მხარეს, მათ შორის ირანსაც, თავშეკავებისა და წინდახედულებისკენ მოუწოდებს.
„ეს დაგეგმილი წვრთნებია, ისინი წინასწარ არის კოორდინირებული. რუსეთი აგრძელებს ირანთან ურთიერთობების განვითარებას და მოვუწოდებთ ჩვენს ირანელ მეგობრებს და რეგიონში ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და წინდახედულება. ასევე, მოვუწოდებთ, ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებები აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოიყენონ. ამჟამად ჩვენს რეგიონში დაძაბულობის უპრეცედენტო ესკალაციის მომსწრეები ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ველოდებით, რომ საკითხის გადაწყვეტის ძიებაში პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებები, ასევე მოლაპარაკებები გაიმარჯვებს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.