დიმიტრი პესკოვი - ჩვენი ქვეყნისა და პრეზიდენტის მისამართით შეურაცხყოფები აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია და მკაცრად ვგმობთ
დიმიტრი პესკოვი - ჩვენი ქვეყნისა და პრეზიდენტის მისამართით შეურაცხყოფები აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია და მკაცრად ვგმობთ

კრემლი „რუსთავი 2“-ის ტელეეთერში რუსეთის ხელისუფლების შეურაცხყოფას მიუღებლად მიიჩნევს და აღნიშნულ ქმედებას „ქართველებისთვის დიდ სირცხვილს“ უწოდებს, – სააგენტო „ტასსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„რას შეეხება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი პრეზიდენტის მისამართით შეურაცხყოფებს, ისინი აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია და მკაცრად ვგმობთ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა ფაქტი, რომ „საქართველოს მთელმა ხელისუფლებამ – პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის წევრებმა და პარლამენტის სპიკერმა მკაცრად დაგმეს ეს გამოხდომა“.

„უდავოდ, ასეთი სახის ქმედება, იქნება ის პროვოცირებული იმ პირის მიერ, ვისაც რუსულ-ქართული ურთიერთობების უფრო გართულება სურს თუ იქნება აბსოლუტური სიგიჟის შედეგი, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება ქართველ ხალხს. ეს არის ხალხი, რომელსაც გააჩნია უძველესი ისტორია, უმდიდრესი კულტურული ტრადიციები და, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი სირცხვილი ქართველებისთვის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.